6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ფილიპინებში. ეპიცენტრი ქალაქ დავაოდან 37 კილომეტრში დაფიქსირდა. სტიქიის გამო დაინგრა რამდენიმე შენობა, მათ შორის ერთი სასტუმრო.
მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა 3 დღის წინაც მოხდა, მაშინ სტიქიამ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
კომენტარები