კალიფორნიაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, კომპანია „ეარბიენბი“ (Airbnb) წვეულებისთვის სახლის გაქირავების ფუნქციას აუქმებს.
31 ოქტომბერს სან ფრანცისკოში, ქალაქ ორინდაში გაქირავებულ ერთ-ერთ სახლში მომხდარი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლი 30 წლამდე ახალგაზრდებმა ჰელოუინის დღესასწაულის აღსანიშნად იქირავეს. მოგვიანებით პოლიციამ სახლში ორი იარაღი იპოვა.
კომენტარები