“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ყველა ჯგუფი და მათ შორის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, პროპუტინისტური ფაშისტი და საქართველოს თავისუფლების მტერია.
მისივე თქმით, მისი და მისი გუნდის მთავარი მიზანი ქვეყნის თავისუფლების დაცვაა.
“უფლებები მათაც აქვთ, როგორც სხვა მოქალაქეებს, მაგრამ მათი შეფასება ცალსახა უნდა იყოს. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი ამ ქვეყნის თავისუფლების დაცვაა და ეს ხალხი ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად გათავხედდა, რადგან ივანიშვილი მათ ოპონენტების წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად იყენებს ქვეყნის ინტერესების და ადამიანების თავისუფლების ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ გათავხედებულები ტყუილად არიან. ყველა ჯგუფი და მათ შორის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, არიან ჩვეულებრივი პროპუტინისტური ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები. ქართული საზოგადოება ივანიშვილს პოლიტიკურ განაჩენს მშვიდობიანად ძალიან მალე გამოუტანს და ვინც ძალადობას გაბედავს, თავის ადგილს კანონის უზენაესობის ფარგლებში მიუჩენს”, – განაცხადა ბოკერიამ.
“ყველა ჯგუფი, რომელიც ფილმის წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, პროპუტინისტური ფაშისტი და საქართველოს თავისუფლების მტერია”
2019/11/08 14:25:46

ნანახია: 602 ჯერ