რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერევანს ოფიციალური ვიზიტით 10-11 ნოემბერს ეწვევა. იტყიბინება სომხური მედია რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერზე დაყრდნობით.
მარია ზახაროვას ინფორმაციით, რუსი დიპლომატი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, ქვეყნის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს და სომეხ კოლეგას შეხვდება.
შეხვედრების დროს, ორმხრივ ურთიერთობებს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მხარეები ასევე შეეხებიან რეგიონული უსაფრთხოების თემებს და ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საკითხს.
კომენტარები