21 აგვისტოს, რიო ოლიმპიადის ბოლო დღეს, ქართველმა მძლეოსანმა, დავით ხარაზიშვილმა მარათონში მიიღო მონაწილეობა და 165 მონაწილეს შორის 72-ე ადგილი დაიკავა.
მისი ასპარეზობის დასრულების შემდეგ, facebook-ში, გვერდმა “საქართველო რიოს ოლიმპიადაზე”-მ შედეგები გამოაქვეყნა, რასაც ქართველი გულშემატკივრების მხრიდან როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი დავით ხარაზიშვილს ნაჩვენები შედეგის გამო დასცინოდა და ფოტოზე ირონიულ კომენტარს ტოვებდა.
კომენტარები