ევროკავშირში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, გორდონ სონდლენდს სექსუალურ შევიწროებაში ბრალს 3 ქალი სდებს. მათი მტკიცებით, დიპლომატმა სექსუალური კავშირის დამყარება შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი პროფესიული კუთხით შევიწროება სცადა. დიპლომატი ბრალდებებს უარყოფს და საქმეს ტრამპის იმპიჩმენტის მოსმენებს უკავშირებს, სადაც ის საჯარო მოსმენებზე მოწმის სტატუსით იკითხება.
კომენტარები