არეულობა ერაყში – სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს 45 დემონსტრანტი ემსხვერპლა. ათობით ადამიანი კი დაშავდა.
ქალაქ ნასირიაში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა ხიდის ბლოკირება სცადეს. შეტაკებები იყო ბაღდადშიც, სადაც უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ერაყში საპროტესტო აქციები ორი თვეა მიმდინარეობს. მომიტინგეები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
კომენტარები