საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქართული დიასპორისთვის თბილისში არსებობდეს ადგილი, სადაც ისინი საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.
„საჭირო არის, არსებობდეს დიასპორისთვის დედაქალაქში ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ, მიიღონ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საშუალებები არსებობს ქვეყანაში, თუ დააპირებენ დაბრუნებას, დასაქმებას და ა.შ. ამ ყველაფრისთვის მე მზად ვარ, რომ პრეზიდენტის სასახლეში იყოს გამოყოფილი ასეთი ერთი კაბინეტი. ვთავაზობ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ იქ დანიშნოს ერთი ადამიანი, რომელიც იქნება პირველი რგოლი, სადაც მოვლენ, ადვილი მოსაძებნი არის პრეზიდენტის სასახლე“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლე დღეიდან დამთვალიერებლებისთვის ღია იქნება.
„პირველ რიგში იქნება ღია დიასპორისთვის, რომ მოვიდნენ და იქ მოიპოვინ პირველადი ინფორმაცია“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.