პროფესორი ზაზა სიამაშვილი, “მწვანე სკოლის” ადმინისტრაციას აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“90-იანი წლებია. უნივერსიტეტის (ცხადია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის!) რექტორად ახალი არჩეულია ბატონი როინ
მეტრეველი. გარეთ1992 წელია, ქალაქში ჯერ კიდევ არ დადის ტრანსპორტი! მძიმე
ეკონომიკური თუ სოციალური ყოფის მიუხედავად, უნივერსიტეტის სასწავლო
კორპუსები სასწავლო წლის ბოლოს, ანუ ზაფხულის განმავლობაში, რემონტს ექვემდებარებოდა. სწავლა იწყებოდა სექტემბრის მეორე ან მესამე ორშაბათს და სტუდენტებს,
ლექტორებს ეგებებოდა ახალშეღებილი და გარემონტებული შენობები (აუდიტორიები, ლაბორატორიები, ტუალეტები, ფიზკულტურის დარბაზები,
საპროფესორო!) ერთ-ერთი ასეთი სასწავლო წელი დაიწყო, რექტორმა მოიწვია სხდომა ვიწრო წრეში (რექტორატის სხდომა ეწოდებოდა, განსხვავებით აკადემიური სხდომისგან!) და ერთ-ერთმა პრორექტორმა (თავს ვიკავებ მისი დასახელებისგან!) უეცრად ასეთი რამ წამოროშა: “რა კარგი იქნებოდა ამ ახალშეღებილ კედლებს ეს სტუდენტები არ აფუჭებდნენო!”
ბატონ როინს გაუხედავს მისთვის, მზერა გაუჩერებია და შემდეგ….. იქ რა მოხდა და ვინ რა თქვა, არ ვიცი, მაგრამ…
მოკლედ, მეორე დღეს ის პრორექტორი მე აღარ მინახავს….
სკოლის დირექტორი ხარ თუ ბაღის, ან თუნდაც უმაღლესი სასწავლებლის, – თუ ტ**კი არ გაქვს მართვის და სტუდენტის ფასიც არ იცი, რა ლეღვი გინდა მაგ
სავარძელში, რომ გდიხარ, შენი დედაც და მკვდარ-ცოცხალიც…. კედელი კი არა, ყველაფერი სტუდენტს, მოსწავლეს უნდა ემსახუროს…
როგორ არ გავიხსენო ჩვენი, მეხუთე კორპუსის ბუფეტი და მისი დიასახლისი – თამარა… ვინმეს რამეს დაამადლიდა?! ზეპირად იცოდა ვის უჭირდა და ულხინდა…
ვითომ ნისიაზე ატანდა, აჭმევდა… ასეთი უნივერსიტეტი, ასეთი თბილისი, ასეთი
საქართველო მენატრება!”, – წერს უნივერსიტეტის პროფესორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.