ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ბერიეთში წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო. კელდები ჩამონგრეული, ხოლო სახურავი მთლიანად იყო ჩამოშლილი.
შესრულებული სამუშაოების შედეგად:
ტაძრის ოთხივე ფასადებზე მოიხსნა მორყეული და კირდუღაბგამოცლილი ქვები, რის შემდეგაც გაიწმინდა და ხელახლა მოერგო;
კირდუღაბის ხსნარზე მოერგო მარკირებული თლილი ქვები, ასევე გაითალა ახალი ქვები და მოპირკეთდა ტაძრის ოთხივე ფასადი;
აღდგა ქვიშაქვით კარნიზები;
სუფთად თლილი ქვით მოეწყო კონქი და კამარა;
დაიგო იატაკი კირის ხსნარზე, დამზადდა და დამონტაჟდა კარ-სარკმელი;
ტაძარი გადაიხურა თუნუქით, ლორფინის იმიტაციით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანიამ“ განახორციელა.
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბაღდათში, ბერიეთის წმინდა ელია წინასწარმეტყველის ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა
2020/01/15 16:23:26

ნანახია: 493 ჯერ