იტალიაში 27 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო დაწესებულების შენობაზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 267 ადამიანი დაიღუპა, თითქმის 400 ჰოსპიტალიზებულია.
6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 03:36 საათზე მოხდა. ყველაზე მეტად ქალაქი ამატრიჩე დაზარალდა, სადაც შენობების ¾ ნანგრევებად იქცა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კომენტარები