იტალიაში, სან-ნიკოლასის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველ ქალს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. შემთხვევა 29 იანვარს, დაახლოებით 19:30 წუთზე მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ეკა ცარიაშვილია.
როგორც იტალიური ადგილობრივი მედია წერს, ქალი გზაზე გადადიოდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. მძღოლი მაშინვე გაჩერდა და ქალის დახმარება სცადა. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარებაც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საბუთების არქონის გამო თავიდან ქალის იდენტიფიცირება გაჭირდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი 45 წლის ქართველია.
მძღოლი უკვე დააკავეს, პოლიციამ კი საქმეზე გამოძიება დაიწყო.
კომენტარები