დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით სტიგმა და დისკრიმინაცია არ არის მისაღები, რომლის ნიშნებიც საქართველოშიც გაჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის წარმომადგენელმა პედროსმა გუშინ თავის გადაცემაში დედამიწის მოსახლეობისადმი მიმართვის დროს სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ სტიგმა და დისკრიმანიაცია არ არის მისაღები, რომლის ნიშნებიც სამწუხაროდ, ვხედავ, რომ საქართველოშიც გაჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. ძალიან გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია იმ სტიგმით და დისკრიმინაციით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადების ნიშების გაჩენას სხვადასხვა ქვეყანაში”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსი არ გავრცელებულა და პანიკის საფუძველიც არ არსებობს, თუმცა პრევენციისთვის სიფრთხილეა საჭიროა.
“ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. საპანიკო და თავზენაცარდასაყრელი არაფერი გვჭირს. ოფიციალური მონაცემებით, რომელიც გამოქვეყნდა კორონავირუსით 200 ადამიანზე ცოტა მეტი გარდაიცვალა და 200-მდე გამოჯანმრთლდა. ანუ დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რაც გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება განუკურნებელი არ არის”, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.