ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.
ავარიის შედეგად დაშავებული სამი პირი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მომხდა.
გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები