“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში კონორავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გამყრელიძემ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
“ჩვენ ვრჩებით ე.წ მწვანე ზონაში, არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ვიყოთ მშვიდად, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ვიძლევით. მოგეხსენებათ, გახლავთ გრიპის სეზონი, ამიტომ ამ ტიპის სიმპტომები, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს, აქვს ნებისმიერ რესპირატორულ ინფექციას, ამიტომ ვიყოთ განსაკუთრებული სიფრთხილით. თუ ადამიანს აქვს ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ბოლო ორი კვირის განმავლობაში და მას შემდგომ განუვითარდება მაღალი ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და რაც მთავარია, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებლად მივმართოთ ექიმს”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
2020/02/02 15:33:03
ნანახია: 486 ჯერ