თბილისში მშენებარე კორპუსიდან, საფასადე სამუშაოების შესრულებისას ორი მუშა გადავარდა, მათგან ერთი დაიღუპა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა.
შსს-ის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის (სსკ 240-ე) მუხლით, რაც 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.
კომენტარები