თბილისში მშენებლობაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ორი მუშა ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე მიმდინარე სამუშაოების დროს, სიმაღლიდან გადმოვარდა.
21 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“არის სიმაღლიდან ვარდნა, სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის ქალა ტვინის ტრავმაა, სუბარახნოიდული სისხლჩაქცევა, თავის ტვინის შეშუპება, გულ-მკერდის ტრავმა, პნევმოთორაქსი, ხერხემლის დაზიანებაა განივი მორჩების, ბარძაყის ძვალი მოტეხილია, საჯდომი მოტეხილია. პაციენტი ამ ეტაპისთვის არის უკიდურესად მძიმე და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე, არის შოკური მდგომარეობა. მიმდინარეობს სასიცოცხლო პარამეტრების სტაბილიზაცია,” – აცხადებს ექიმი ხათუნა ხუფენია.