საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში „ლელოს“ წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის ადგილს ვერ ხედავს.
„ხალხის გაჭირვებაზე გამდიდრებული მევახშის დაქირავებული სპიკერი TV-ში აცხადებს, რომ სააკაშვილის ადგილს ვერ ხედავს ქართულ პოლიტიკაში. მაგათ პოლიტიკა ბაბუის სკივრი გონიათ, სადაც ვინმე შეიძლება ვერ დაეტიოს. პოლიტიკა ეს ის ასპარეზია, სადაც ხალხი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით და კონკრეტულ საქმეებზე დაფუძნებით“, – წერს სააკაშვილი.
კომენტარები