ბათუმში, ზღვის პირას მდებარე ერთ-ერთ კაფეს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია ნაგებობის 20 კვ/მ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,რეგიონულ კვირას” განუცხადეს, შემთხვევა დაახლოებით 9:30 მოხდა. ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანხრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
შს სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით გულისხმობს.
კომენტარები