ხაზინის ქურდი არაა “პოლიტპატიმარი”!, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას.
“დღევანდელი სატელევიზიო კომენტარები უგულავას დაპატიმრებაზე:
სასამართლო დავა მიმდინარეობდა ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციაზე – უფლებამოსილების გადამეტება თუ გაფლანგვა.
საბოლოოდ დადასტურდა, რომ მან ჩვენი 48 მილიონი გაფლანგა, რაზეც სასჯელი მეტია.
უკაცრავად და სამართალწარმოება ვერ შეჩერდება საარჩევნო წელს.
ის, რომ პოლიტიკოსი ხარ, არაა “ინდულგენცია”!
ხაზინის ქურდი არაა “პოლიტპატიმარი”!
ნაცების დეზზინფორმაცია შინ და გარეთ გაგრძელდება.
არ მაქვს მასშტაბური საპროტესტო აქციების მოლოდინი, კვლავ გაგრძელდება 20-25 აქტივისტის სასტვენებით სირბილი. ჩვენი ამომრჩეველი კი, ოქტომბერში თავად გადაწყვეტს საარჩევნო ყუთთან ვის რა პოლიტიკური განაჩენი გამოუტანოს“, – წერს გია აბაშიძე.