კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში 65 წლამდე ასაკის კაცი საკუთარი საცხოვრებლის ეზოში გარდაცლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივმა ,,რეგიონულ კვირას” განუცხადა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სახლში შესვლა ვერ მოახერხა, ღამე გარეთ გაატარა და გაიყინა.
,,სოფელში იძახიან გაიყინაო. ხშირად სვამდა ხოლმე სასმელს. დაულევია და გარეთ ჩასძინებია. როგორც ვიცი, ღვიძლის ქრონიკული პრობლემები ჰქონდა”, – ამბობს ადგილობრივი.
მომხდარი “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა უწყების ცნობით, გარდაცლილის ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე გამოძიება არ დაწყებულა.
კომენტარები