რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელ ფეისბუქსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართუ ბანკი”-ს მიერ, ვალების ჩამოწერის პროგრამა გაუქმდა და მოქალაქეებს კვლავ სთხოვენ იმ თანხის დაფარვას, რაც უკვე განულდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვარაუდობს, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ან აფიორა ამომღები კომპანიის მხრიდან.
“რაღაც დიდი აფიორაა ჩაფიქრებული, ან პროვოკაციაც არ გამიკვირდება ნაცხლისტი ნაძირალებისგან, ბიძინას ეს საჩუქარი ისე აქვთ ყელში გაჩხერილი.
ახლობელს მიწერეს უკვე განულებულ ვალებზე, 1500 მოთხოვეს, წარმოგიდგენიათ, რამდენმა უვიცმა შეიძლება დაიჯეროს ( ეს კიდევ ცალკე პრობლემაა…?!
“ქართუმ ” უკვე განაცხადა, რომ არ აჰყვეთ პროვოკაციას და არავის არაფერი გადაუხადოთ, ვისაც უკვე გეწერათ, რომ ვალები განულებული გაქვთო! ასევე, შესაძლებელია საკრედიტოს კრედიტინფოში გადამოწმებაც!
ყველაფერი გავიგე, მაგრამ ის vali.ge რატომ გააუქმეთ, ყოფილიყო სამახსოვროდ, რას ერჩოდით? აჰა, ხომ ხედავთ, პროვოკატორებმაც გამოიყენეს სიტუაცია, ეს ხალხი ხომ ვერ მიხვდება, რომ სხვაგანაც შეიძლება გადამოწმება?!
თუ ვინმეს მსგავსი შეგემთხვათ, დაუკავშირდით Natia Beridze-ს და აუცილებლად დაგეხმარებათ! თუ სახლში მოსვლით დაგაშინებენ , ან მუქარის მსგავსი იქნება რამე, გამოუძახეთ პატრულს!”– წერს მანჩო გიორგობიანი და აქვეყნებს მიმოწერას.