70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემული იქნას რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ყველა ადგილს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„სამედიცინო პერსონალის ჩართვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიცეს რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ყველა ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ თვითიზოლაციას, რათა თავიდან იქნას არიდებული მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფრთხე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
კომენტარები