„ბავშვებმა შეიძლება გასაღები გვაპოვნინონ რატომ არ ემართებათ კორონავირუსი, მაშინ როცა სხვა რესპირაციული დაავადებები იგივე სეზონური და ღორის გრიპი ბავშვებს უფრო აზიანებდა ვიდრე ხანდაზმულებს. ვარაუდობენ, რომ ბავშვებში რომელიღაც სხვა აცრა, მაგალითად წითურის აცრა იძლეოდეს პარალელურ ეფექტს. ეს ერთ-ერთი არა დამტკიცებული ვარაუდია“, – ამის შესახებ შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, არის მეორე ვარაუდი, რომ ბავშვების დიდი მასა ავადდება კორონავირუსით. „უსიმპტომოდ იტანენ მას და იმუნიტეტი უვითარდებათ. ასეთი თეორიაც არსებობს“, -აღნიშნა ცერცვაძემ.
მისი თქმით, კარგახანს ითვლებოდა , რომ ბავშვები კორონავირუსით არ ავადდებიან. თუმცა გამოირკვა რომ ავადდებიან. უბრალოდ სიკვდილობა მათ შორის ძალიან დაბალია. „საქართველოში 33 ინფიცირებულია და 4 არასრულწლოვანი. ეს არც ისე ცოტაა. მათთან მიდის დაავადება მსუბუქად მაგრამ უსიმპტომოდ არა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
