პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვარშავიდან თბილისში ჩართერული ავიარეისით დაბრუნდებიან.
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს ჩართულობით ხორციელდება.
საგარეო უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თვალყური ადევნონ ინფორმაციას და საჭიროებების შემთხვევაში ქვეყნის წარმომადგენლობას დროულად მიმართონ.
ინფორმაცია საელჩომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც აგრეთვე მითითებულია ცხელი ხაზის ნომრები.

კომენტარები
