თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე თქმით, არასრულწლოვნებში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.
„გყავს ოთხი ბავშვი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, რაც ნიშნავს, რომ დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, ითვლება თუ არა დაავადების მაღალ მაჩვენებლად არასრუწლოვანთა რაოდენობა, მარინა ეზუგბაია პასუხობს, რომ აღნიშნული მონაცემი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით შედარებით მაღალ პროცენტად ითვლება.
„ეს ჩაითვლება შედარებით მაღალ პროცენტად, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. თუ არ შემოგვემატება ბავშვთა ასაკი, ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება იმ მონაცემებს, რაც არის სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.