საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, დიმიტრი ხუნდაძემ ახალი კორონავირუსის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად სოციალური დისტანცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ვირუსი სახიფათოა მიუხედავად ადამიანის რელიგიური მრწამსისა, პოლიტიკური მიმდევრობისა თუ თანამდებობისა.
“მთავარი რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, არის ისევ ის, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცირების რეჟიმი, რამეთუ უშუალო კონტაქტები არის სახიფათო. კორონა ხიფათს წარმოადგენს, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, პოლიტიკური მიმდევრობისა, გვარისა, სახელისა, თანამდებობისა, ამიტომ, ეს წესი ვრცელდება ყველაზე. გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს და ჯანმრთელობას, ასევე, დავიცვათ სხვისი ჯანმრთელობაც, რადგან, შესაძლოა, ჩვენ სხვებისთვის გავხდეთ საფრთხე,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კომენტარები