თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მინდია ჯანელიძის მეუღლე ეკა ჯანელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“გუშინ , გვიან ჩემს მეგობარს ველაპარაკე ბრიტანეთში … ამ საუბრის მერე არ მიძინია..😬
ახლობელ ოჯახს ჰქონდათ ტემპერატურა და ყველა ის ნიშანი რაც კორონას აქვსო. საუბარია ოჯახზე , ცოლი, ქმარი და წლინახევრის შვილი.. ძლივს დარეკეს ცხელ ხაზზეო , ექიმმა ვერ გადაგიყვანთ ჰოსპიტალში , თუ გული წაგივა მაშინ გამოიძახოს ვინმემ სასწრაფოო.ტესტი რომ უხსენეს სიცილი დაიწყოო.. წამალი მხოლოდ პანადოლი( უჰაერობაზეც🤦🏾♀️) (ექიმმა) .მოკლედ ეს ოჯახი არის სახლში, არავინ ჰყავთ პატრონი და მეუღლე ჩადის მარკეტში ( ვირუსიანი) საკვების ამოსატანად.
ეხლა ამას რატომ ვწერ:
✔️ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში სადაც ყველაზე ზრუნავენ, არავინ არ გრძნობს დაუცველად თავს. მთავრობა და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გავიაროთ ეს ურთულესი პერიოდი.
✔️უბრალოდ უნდა დავინახოთ და მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ
ადამიანს, რომლებსაც დღე და ღამე არ სძინავთ ჩვენი კეთილდღეობისთვის ” – წერს ჯანელიძე.