პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეებს ვისაც საავტომობილო გზებზე ამოწმებენ, იმ შემთხვევაში თუ დაუფიქსირდებათ37.5 გრადუსი ტემპერატურა, ე.წ ცხელების ცენტრში გადაიყვანენ.
მისი თქმით, ცხელების ცენტრმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მათ შორის ექიმებშიც.
ის მოუწოდებს კოლეგებს გამოიჩინონ მაღალი პროფესიონალიზმი.
„ტემპერატურის სტანდარტი არის 37.5, ეს ეხება ყველას. ეს უკვე არის საყურადღებო ტემპერატურა, რომლის შემთხვევაშიც საჭიროა დაკვირვება.
ე.წ ცხელების ცენტრებზე დიდი აჟიოტაჟია შექმნილი, ჩემი კოლეგების ნაწილიც ძალიან შეშფოთდა ამ ცხელების ცენტრზე და კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით.
ეს ყველას არ ეხება, ცოტა იყო ასეთი, მაგრამ იმიტომ ხართ ექიმები და იმიტომ მუშაობთ იქ, რომ ცხელებიან ავადმყოფს როდესაც მიიღებთ მერე, ცოტა ტრიაჟი უნდა ჩაატაროთ, რომ გამოიკვლიოთ ეს ცხელება რითია გამოწვეული.
იქნებ უბრალოდ ინერვიულა ადამიანმა. ეს ხომ არ არის აუცილებლად კორონავირუსითგამოწვეული სიცხე.
სანამ დავასახელებდე იმ ექიმებს, გთხოვთ, თქვენს პროფესიას მოეკიდოთ პროფესიონალურად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.