მამაკაცს, რომელმაც გორი 31 მარტს დატოვა, სომხეთში კორონავირუსი დაუდგინდა.
როგორც ცნობილია, მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია.
გავრცელებული ინფორმაციით, ის პანდემიის პერიოდში უკვე მეორედ ჩავიდა სომხეთში.
ცნობას დიაგნოზის შესახებ, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს.
კომენტარები