14 მაისს წმინდა კორონას ხსენების დღეა, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიზე „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, წმინდა კორონა ეპიდემიების დროს ადამიანთა მფარველად მიიჩნეოდა
„ითვლება, რომ წმინდა კორონამფარველია ეპიდემიების დროს. 16 წლის გოგონაა, მეორე საუკუნის წმინდანი, რომელიც 170 წელს ქრისტიანობისთვის აწამეს“, – განმარტა მამა ანდრიამ.
ცნობისთვის, კორონას წამება უკავშირდება რომაელი ჯარისკაცის ვიქტორის წამებას, რომელსაც ქრისტიანობის გამო ჯერ თვალები დათხარეს და შემდეგ თავი მოკვეთეს.
ამას გულგრილად ვერ უყურებდა მეორე რომაელი ჯარისკაცის მეუღლე კორონა, იგი უთანაგრძნობდა და ამხნევებდა ვიქტორს. ამის გამო რომაელებმა ისიც არ დაინდეს, შეიპყრეს, მიაბეს ორ პალმაზე და ორ ნაწილად გაგლიჯეს.
მოგვიანებით, ვიქტორიც და კორონაც ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.
ვიქტორის და კორონას ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 14 მაისს და 24 ნოემბერია (ძველის სტილით 11 ნოემბერი) დაწესებული.