ტელეწამყვანი და პროდუსერი ნოე სულაბერიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ვიდეოკლიპს „STOP COVID-19-დარჩი სახლში“ ეხმაურება.
„ადამიანებს გულწრფელად უნდოდათ რითიც შეეძლოთ გვერდში დგომა გამოეხატათ. იმ ფონზე როცა შოუ-ბიზნესი პატარ-პატარა გამონათებების გარდა ამ ქვეყანაში დედამიწაზე მეტად გაყინულია და მუსიკალური ჩარტებიც კი არ გვაქვს მარტო იმიტომ, რომ კლიპებს ვერ იღებენ და ამ მიზეზებით სხვადასხვა არხების ეთერებში გაცილებით მდარე ხარისხის კლიპებიც გადის, ასეთი ბულინგი მგონია არ მოსულა. რთულია სახლში ყოფნა მაშინ, როდესაც გინდა რაღაც მაინც გააკეთო მძიმე დროს. დაცინვა ყოველთვის მარტივია. ყველას არ შეუძლია თბილისო, ტიტები, იები და ცივი ნოემბერი დაწეროს, თუმცა მცდელობა მომაწილეობა მიიღო მსგავს თემატიკაში, განსაკუთრებით ასეთ დროს დასაფასებელია. ჩემი მხარდაჭერა ყველა მომღერალს.
Giorgi Jajanidze ჩემი მადლობა რომ შესაძლებლობა მიეცი!”– წერს ნოე სულაბერიძე.