ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 3-ის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კიდევ სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ითვლებოდა საყურადღებოდ, გაუმჯობესდა.
„ჩვენს ცენტრში საყურადღებო და პრობლემური პაციენტი გვყავს სამი, მძიმე, რომლებიც ინტენსიური თერაპიის გაყოფილებაში მკურნალობენ. მთელი დღე- ღამის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა არც ერთთან, მაგრამ ჯერჯერობით პროგნოზულად სერიოზულად და მძიმედ რჩებიან. დანარჩენი სამის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, სტაბილურია და ალბათ რამდენიმე დღეში უკვე შეიძლება, რომ მძიმე პაციენტებად აღარ განვიხილოთ.
ახლა ჩვენთან არის 8 საეჭვო პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდება ტესტირება. ამის პარალელურად, ორ კვირაში ერთხელ ხდება მედპერსონალის ტესტირება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
