როგორი იქნება ვირუსის მიმდინარეობდა, იქნება თუ არა ის სეზონური, ეს წინასწარ არავინ იცის. ენტონი ფაუჩი პროგნოზირებს, რომ ხელის ჩამორთმევას ლამის სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ, მაგრამ მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ რამდენიმე თვეში ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„ვაქცინის შექმნას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მოლოდინები უკავშირდება მედიკამენტებს, რაც ვაქცინაზე უფრო ადრე უნდა გვქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ყველაფრის გადამოწმების დრო არაა. კორონავირუსს ადამიანების სიცოცხლე ეწირება და ეს რაოდენობა უკვე 100 ათასს გასცდა. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის გამოცდილება, რომელსაც უშუალოდ აქვს შეხება კორონავირუსის მკურნალობასთან, შეიძლება იყოს გადამწყვეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვიჩქაროთ პროგნოზებში. იაპონიისა და სინგაპურის მაგალითი აჩვენებს, რომ მათ იჩქარეს და ცოტა ნაადრევად შეამსუბუქეს შეზღუდვები, მაგრამ ბოლო დღეებში შემთხვევების რაოდენობა გაიზრდა და ეს შეზღუდვები ისევ დააბრუნეს. როცა გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი სტაბილურად იქნება ახალი შემთხვევების რიცხვზე მაღალი, მხოლოდ მაშინ შეიძლება ვიფიქროთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ეს შეიძლება მოხდეს მაისის ბოლოსკენ და ზაფხულის დასაწყისში. როგორი იქნება ვირუსის მიმდინარეობდა, იქნება თუ არა ის სეზონური, ეს წინასწარ არავინ იცის. ენტონი ფაუჩი პროგნოზირებს, რომ ხელის ჩამორთმევას ლამის სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ, მაგრამ მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ რამდენიმე თვეში ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
