კანადაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერის, გიორგი ბაბუაძის თქმით, საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია ერთ-ერთ საუკეთესოა მსოფლიოში. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. ბაბუაძის თქმით, ამაში დიდი წვლილი ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიუძღვის.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ბრძენია და დაინახავს ამ ყველაფერს, იმისდა მიუხედავად თუ რა ბინძური პიარები იყო ჩემი ყოფილი სამსახურის წინააღმდეგ აგორებული. ჩემი აზრით და ყველას აზრი ეს არის, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არის იმისა თუ როგორ უნდა მიიღო დროული და სწორი პრევენციული ღონისძიებები და ეს ყველაფერი დამსახურება არის ხალხის კონსოლიდაციის და სოლიდარობის და პირველ რიგში ალბათ იმ პროფესიონალიზმის, რომელიც აჩვენეს ბოლო 1 თვის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა. ასევე ექიმების, რომლებიც წინა ფლანგზე იბრძვიან“, – აღნიშნა ბაბუაძემ.
