მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო. ამასთან 8 შესაძლო შემთხვევაზე, რომლებსაც კორონავირუსზე ანალიზი ჩაუტარდათ, პასუხი უარყოფითი მოვიდა და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ. დღეს კიდევ 6 პაციენტს აუღეს ანალიზი, რომელთა პასუხსაც უახლოეს მომავალში ელოდებიან.
მარინა ეზუგბაიამ პაციენტების მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 3 პაციენტი კვლავ კრიტიკულად მძიმეა.
“სიტუაცია უცვლელია, კვლავ 3 პაციენტი გვყავს მძიმეთა შორის უფრო მძიმე, რომელიც ინტენსიურ მეთვალყურეობას საჭიროებს 24 საათის განმავლობაში, მათი მდგომარეობა დასტაბილურებული ჯერ არაა და დღის განმავლობაში ცვალებადია სიმძიმიდან გამომდინარე, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია და პროგრესირება თუ არ იქნება, ისინი გამონჯანმრთელებულებიც იქნებიან მალე”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.