არის თუ არა უსაფრთხო სითხე, რომლითაც ქუჩების დეზინფექცია მიმდინარეობს – ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ შესწავლილია ყველა სადეზინფექციო საშუალება და ასევე, დადგენილია, თუ რა რაოდენობის სითხე უნდა გამოიყენონ და რა სიხშირით. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პრაქტიკას არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი ქვეყანა მიმართავს და ადამიანების ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.
“შედგენლია გრაფიკი და ჯერადობა, რამდენ ხანში ერთხელ და რა მასალით იქნება მორეცხილი ქუჩები,” – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
კომენტარები