საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა. მან შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა. მანამდე საპატრიარქოში მთავრობის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მონაწილეობდნენ. ნაწილმა შენობა უკვე დატოვა და კომენტარები არ გაკეთებულა.
კომენტარები
