კორონავირუსი დაუდასტურდა საპატრიარქოს დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს. ის ამ დროისათვის მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის.
მამაკაცი სამსახურში ბოლოს, ორი დღის წინ იმყოფებოდა. ჯერჯერობით, უცნობია საპატრიარქოს ტერიტორიაზე, კონკრეტულად, სად მუშაობდა დაცვის თანამშრომელი.
სავარაუდოდ, მამაკაცის კონტაქტების წრე საკმაოდ დიდია, ის სამსახურში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლედან ყოველდღიურად ჩამოდიოდა. ეპიდემიოლოგები ამ დროისათვის მამაკაცის კონტაქტებს ადგილზე სწავლობენ.
დაცვის სამსახურის თანამშრომელს, სავარაუდოდ, პატრიარქთან შეხება არ ჰქონია, თუმცა მას შეხება ჰქონდა
იმ ადამიანებთან, ვინც ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქოში მივიდა სტუმრად.
სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომლის კონტაქტების წრე საკმაოდ დიდი იქნება. რაც შეეხება საპატრიარქოს, მათი პრესსამსახური ინფორმაციას ადასტურებს, რომ დაცვის წევრს ნამდვილად აღმოაჩნდა კროონავირუსი.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ პაციენტი გუშინ შეიყვანეს. მისი თქმით, დაცვის სამი თანამშრომელი შეიყვანეს თავიდან კლინიკაში, თუმცა სამიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.
“კერა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, გუშინ შემოიყვანეს კლინიკაში სამი დაცვის თანამშრომელი, აქედან, მხოლოდ ერთს, 32 წლის მამაკაცს დაუდგინდა კორონავირუსი,”- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ეპიდემიოლოგები კასპში დაცვის თანამშრომლის კონტაქტებს ამ დრომდე იკვლევენ.
