მივედით ამ ეტაპზე, როდესაც დაიწყო ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელება, სწორედ ამიტომ დამატებითი ღონისძიებები გატარდა და მოვიგეთ ძალიან დიდი დრო, რომელიც ბევრ გადარჩენილ სიცოცხლეს, ბევრ ავადმყოფობას აცდენილ ადამიანს ნიშნავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„მოვიგეთ ძალიან დიდი დრო, რომელიც ბევრ გადარჩენილ სიცოცხლეს, ბევრ ავადმყოფობას აცდენილ ადამიანს ნიშნავს. მივედით ამ ეტაპზე, როდესაც დაიწყო ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელება, სწორედ ამიტომ დამატებითი ღონისძიებები გატარდა. საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება 10 მაისამდე, დიდ ქალაქებში შესვლა-გამოსვლა აიკრძალება 10 დღით. ვერავინ გავა და ვერავინ შევა, განსაკუთრებული საჭიროების გარდა. სურსათის მომარაგება, ექიმები – ბუნებრივია, ეს რჩება. ეს არ არის ისეთი ტიპის საგანგებო მდგომარეობა, როგორიცაა ლენტეხში, მარნეულში, საიდანაც შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი საერთოდ ვერ გამოდის, ან გამოდის მხოლოდ კარანტინის გასვლის შემდეგ. ვინც არ ცხოვრობს თბილისში, ვერ შემოვა, ვინც არ ცხოვრობს ქუთაისში, ვერ შევა“, – განაცხადა სუბარმა.