საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას twitter-ზე ეხმაურება.
გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ თავშყრებისგან და იზრუნონ გაჭირვებულებზე.
„მცირერიცხოვანი ერის გადარჩენის საიდუმლო კრიზისთან ადაპტაციის უნარშია.
კოვიდის კრიზისი მარტივ წესებს ადგენს:
– თავშეყრა – არა
– ერთი ადამიანი – ერთი კოვზი
– სოციალური დისტანცირება
– ზრუნვა გაჭირვებულებზე
ეს მეცნიერების და საღი აზრის ხმაა.
ნუ დავდგებით საღი აზრის მიღმა!“, – წერს მარგველაშვილი.
კომენტარები
