ინტერნეტში გავრცელდა ქართველი ცოლ-ქმრის ფოტო, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში ერთად არიან ჩართულნი.
„თუ შენს მიზანს სიკეთე უდგას გვერდით ყველაფერი კარგად იქნება. არასდროს დაკარგო იმედი“, – წერს ერთ-ერთი Facebook-მომხმარებელი. როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს.
საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 79 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
კომენტარები