ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს ეხმიანება და ფეისბუქის გევრდზე სტატუსს აქვეყნებს.
„მაშინ, როცა მთელი სამყარო უხილავ მტერს ებრძვის, ჩვენი ხილული მტერი – ზოგიერთი ქართველისთვის, სამწუხაროდ, დღემდე ვირუსზე უფრო ,,უხილავი” – ქართულ მიწებს იღობავს.
მახსოვს, როცა წიგნის მუზეუმის შესასვლელში ანტისაოკუპაციო დროშები გამოვფინეთ და რუსული კულტურის ცენტრს უარი შევუთვალეთ, ვიღაცებმა ირონიულად გაიქნიეს თავი და წაიჩურჩულეს: „კულტურა კულტურაა!”
„ერთმორწმუნე“ მეზობელი, წითელ პარასკევს, კარანტინში მყოფ ქვეყანას, მავთულხლართებს გვიჭერს ყელში. არ არსებობს ამაზე დიდი და შემზარავი ინფექცია, ვიდრე ნამდვილი მტრის შეუმჩნევლობაა.
მაგრამ, მოვა დრო და ამასაც დავძლევთ!“- წერს გიორგი კეკელიძე.
გიორგი კეკელიძე – “ერთმორწმუნე“ მეზობელი კარანტინში მყოფ ქვეყანას მავთულხლართებს გვიჭერს ყელში
2020/04/19 15:41:28
ნანახია: 703 ჯერ