ტელევიზიებიდან ჭკუის სწავლებას, თუ კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიუღებელია COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლის შექმნელის, თენგიზ ცერცვაძის მიმართ კრიტიკა.
„რაც შეეხება გამოსვლებს ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, „ტვინს მოუხმონ“, თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ. ძალიან ძნელია, ოთახში გამოკეტილები როცა გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 17 აპრილს ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო საქმიანობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება.