საქართველოში ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 1 კვირით გაგრძელდება. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა გაგრძელდა მიმდინარე კვირის ჩათვლით, ანუ ორშაბათამდე, 27 აპრილამდე. ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც შეზღუდვების პირობებში ხედავენ ავტომობილების გადააგილებას ქუჩაში და გამოახატავენ გარკვეულ უკმაყოფილებას“,- განაცხადა ჩიქოვანმა.
საქართველოს მთავრობამ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 16 აპრილს აკრძალა.
კომენტარები