პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსს 7 უკიდურესად მძიმე პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამჟამად გვყავს 112 პაციენტი, აქედან 93 კორონა ინფიცირებული. 9 მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, აქედან 7 არის აპარატულ სუნთქვაზე, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. დანარჩენი პაციენტებიდან 47-ს აქვს ორმხრივი მწვავე პნევმონია და მათი მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა. დღეს გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი და გავისტუმრეთ სახლში. აღებულია მეორადი სინჯი 4 პაციენტზე. ხვალ დილით ველოდებით შედეგს. პირველადი ავიღებთ 14 პაციენტზე. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი გამოჯანმრთელებული გვყავდეს“, – განაცხადა ტურძელაძემ.
კომენტარები
