დღეს გამოვლენილი პაციენტებიდან ერთ-ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მარნეულის კლასტერს მიეკუთვნება.
“ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დიდი სირთულეები არ არის. ეს არის დადასტურებული ანამნეზი და თუ არ ვცდები მარნეულის კლასტერი. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს COVID-დადასტურებულები, თუმცა 2 პაციენტს საკმაოდ სერიოზულად მიმდინარე პნევმონია აქვთ, მათ შორის ერთგან ჟანგბადდამოკიდებული 1 პაციენტი, თანმხლები რიგი დაავადებებით. ვნახოთ როგორ წარიმართება მისი მდგომარეობა,” – აცხადებს ლევან გოფოძე.
კომენტარები
