გარდა პლაქვენილისა სხვა მრავალ მედიკამენტს ვიყენებთ. მაგალითად, გამოვიყენეთ ტოცილიზუმაბი, რომელიც ძალიან ძლიერი მედიკამენტია,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
„მკურნალობაზე და პლაქვენილის გამოყენებაზე შეიქმნა ერთი ამბავი. ჯერ ერთი ის მთელ მსოფლიოში გამოიყენება, მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე უამრავი მასალა შევისწავლეთ, მრავალი ტელეხიდი შედგა და ამის მერე გადაწყდა ამ პრეპარატის გამოყენება, თუმცა რა თქმა უნდა, ყველასთვის პლაქვენილით არ გვიმკურნალია. გვყავდა მსუბუქი პაციენტები, რომელთა მკურნალობის პროცესში ამ მედიკამენტის ჩართვა არ იყო საჭირო და რატომ გამოვიყენებდით? მძიმე პაციენტებთან კი არა მხოლოდ პლაქვენილს, სხვა მრავალ მედიკამენტს ვიყენებთ“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
