ჩვენ ხიბლში არ უნდა ჩავარდეთ, რა თქმა უნდა ამის საფუძველი გვაქვს, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გვაქვს, მაგრამ ჩვენ წინ კრიზისული ფაზა გასავლელი გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ იმედი გადაცემა, „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, რეგულაციების დროულმა შემოღებამ ამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა.
„რეგულაციები დროულად შემოვიღეთ, ჩვენ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებს დავურთეთ ჩვენი რეკომენდაციები, რაღაც ნაწილში გავუსწარით, მაგ: საზღვრების ჩაკეტვის ნაწილში ჩვენ მათ არ დავეთანხმეთ, დროზე ადრე შემოვიღეთ და სწორედ ამიტომ მოვიგეთ ჩვენ დრო. სასურველ შედეგზე როცა ვსაუბრობთ, სწორედ ამ რეგულაციებმა მოიტანა ეს სასურველი შედეგი. ამიტომ მისი მოხსნაც ეპიდ ვითარებასთან თანმხვედრი უნდა იყოს. ჩვენ ხელი პულსზე უნდა გვქონდეს და ეპიდსურათი უნდა გვაძლევდეს საშუალებას, რა დონეზე მოვხსნათ შეზღუდვები. ეს უნდა იყოს ეტაპობრივი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა ეს კარგი შედეგი ცუდით შევცვალოთ. ჩვენ ორი მიმართულება გვაქვს: ერთი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და მეორე, რომ ეკონომიკაში არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები, მაგრამ თუ ერთი მეორეს ასცდა ერთიც დაზიანდება და მეორეც“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
