ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, დღეისთვის არ არსებობს მედიის წარმომადგენელთა აქტიური სკრინინგის აუცილებლობა. მისი განმარტებით, ალგორითმით, რომლითაც უწყება ხელმძღვანელობს, არ არსებობს ჟურნალისტების გამოკვლევის აუცილებლობა, ვინაიდან აქტიური სკრინინგისთვის უნდა არსებობდეს კონკრეტულ ჯგუფში ვირუსის გავრცელების მაღალი ალბათობა.
„თუ ადამიანი დახურულ სივრცეში მუშაობს, ან ხშირად უწევს კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან, მისთვისთვის რეკომენდირებულია ტესტირების გამოყენება. როცა ტესტირებისთვის ჯგუფი ირჩევა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვქონდეს საფუძველი იმისთვის, რომ ამ ჯგუფში ვირუსის ან ნებისმიერი სხვა დაავადების გავრცელების სიხშირე მაღალია. თუ ტესტს სკრინინგულად ჩავატარებთ, მაღალი მაღალი უნდა იყოს ვირუსზე დადებითი პასუხის მიღების ალბათობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას გამოკვლევა, რა თქმა უნდა რეკომენდებული არაა. ამდენად, დღეს მედია რჩება იმ ჯგუფში, რომელსაც ვთხოვთ, რომ თუ აქვთ სიმპტომი, თუ თვლის რომ კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულ ადამიანთან, მიმართოს სამედიცინო პერსონალს, რათა შეისწავლოს თავისი სტატუსი. ალგრითმით, ამ ჯგუფში, აქტიური სკრინინგის აუცილებლობა ჯერჯერობით არაა“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
